„ბავშვობაში ერთი სეტი მომიგო“ - როდიკმა სერენას სიძლიერე აღიარა
წარსულში ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი ენდი როდიკი ცნობილ გადაცემა Tennis Channel-ში იყო სტუმრად მიწვეული, სადაც როგორც თანამედროვე საჩოგბურთო ტენდენციებზე ისაუბრა, ასევე წარსული გაიხსენა და ერთი საინტერესო ამბავიც მოჰყვა, რამაც როგორც წამყვანი, ასევე ტელემაყურებლები საკმაოდ გაახალისა.
ენდი როდიკი
სერენა უილიამსი არამხოლოდ გოგონათა შორის, არამედ ზოგადად იმდენად ნიჭიერი ჩოგბურთელი იყო, რომ ბევრ მამაკაც ჩოგბურთელს უდიდეს კონკურენციას გაუწევდა. ჩემ მაგალითზე გეტყვით, 10 წლის ვიყავი, როდესაც მას საცდელად ვეთამაშე და ერთი სეტი 6:4 მომიგო. არ მრცხვენია ამის აღიარების და მერწმუნეთ, სერენას მამაკაცთა შორის რომ ეთამაშა, მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა.
ცნობისათვის, კარიერის მანძილზე სერენა უილიამსმა დიდი მუზარადის ტურნირებზე 23-ჯერ გაიმარჯვა, ოთხჯერ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი ხუთ შემთხვევაში მოიგო.