გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ლიონი სუპერმარკეტად იქცა“ – ForzaRoma მიქაუტაძეზე წერს

ფინანსური პრობლემების გამო „ლიონის“ ლიგა 2-ში დაქვეითებამ „რომა“ თავის სატრანსფერო სამიზნეს - გიორგი მიქაუტაძეს დაუახლოვა. ასე ეხმიანება „ლიონის“ გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს იტალიური გამოცემა Forza Roma.

რას წერს გამოცემა:

„ქართველი ფორვარდი, რომელიც „ჯალოროსიში“ გადასვლასთან შარშანაც იყო ახლოს, ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. ასე მოიქცევიან მისი სხვა გუნდელებიც, რომელთა მიმართაც დიდი გუნდების ინტერესი არსებობს (მაგალითად, „ლივერპულს“ მალიქ ფოფანა სურს).

მიქაუტაძეს შედეგიანი სეზონი ჰქონდა - 17 გოლი და 11 ასისტი. „ლიონმა“ ის ერთი წლის წინ „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეიძნა, იანვარში კი „რომას“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოსთხოვა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიქაუტაძეს ფრანგული კლუბი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდაც შეელევა“.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კერძოდ, საუბარია პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მიერ მოთხოვნილი გარანტიების შეუსრულებლობასა და 175 მილიონი ევროს ოდენობის ვალზე, რომელიც, როგორც ჩანს, „ლიონმა“ ვერ დაფარა.

ფრანგულ კლუბში DNCG-ის გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი საუდის არაბეთიდან | გოგლიჩიძის მსურველების სია იზრდება
ინტერესი საუდის არაბეთიდან | გოგლიჩიძის მსურველების სია იზრდება