UFC-ის განახლებული P4P რეიტინგი | მერაბი მეორეა, ილია - მესამე
ლეგენდარული ჯონ ჯონსი MMA-დან წავიდა და კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. „ბოუნსის“ გადაწყვეტილების შემდეგ, ცვლილებები გვაქვს UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში და ქართველი მებრძოლები დაწინაურდნენ.
ჯონსის წასვლის გამო, ილია თოფურიამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. „ელ მატადორი“ მეოთხე პოზიციას იკავებდა. მერაბ დვალიშვილი კვლავინდებურად მეორეზეა, ხოლო პირველი ისლამ მახაჩევია, რომელიც ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადავიდა.
თოფურიას მომდევნო მეტოქე, ჩარლზ ოლივეირა მე-13 ადგილზეა, ხოლო ჯონსის წასვლის შემდეგ, ტოპ 15-ში ხამზატ ჩიმაევი შევიდა. „ბორზი“ მე-15 პოზიციაზეა, მასზე წინ კი არმან ცარუკიანი (მე-14), ბელალ მუჰამედი (მე-12), მაქს ჰოლოუეი (მე-11), ალექს პერეირა (მეცხრე), ალეშანდრე პანტოჟა (მეცხრე), ტომ ასპინალი (მერვე), ჯეკ დელა მადალენა (მეშვიდე), ალექსანდრ ვოლკანოვსკი (მეექვსე), მაგომედ ანკალაევი (მეხუთე) დრიკუს დუ პლესი (მეოთხე) არიან.
ცნობისთვის, ჯონსის წასვლის შემდეგ, ასპინალი მძიმე წონითი დივიზიონი სრულფასოვანი ჩემპიონი გახდა და აშშ-ს UFC-ში ჩემპიონი აღარ ჰყავს.