ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ასეთ კლიმატში თამაში რთულია“ - ენრიკე სიეტლთან მატჩის შემდეგ

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, პსჟ სიეტლ სანდერსს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ თამაში DAZN-თან შეაფასა.

რა თქვა ენრიკემ:

„ჩვენი საქმე უნდა გაგვეკეთებინა და საბოლოოდ, ეს გავაკეთეთ კიდეც. ბედნიერი ვარ, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავედით. რთულია ევროპისგან განსხვავებულ კლიმატში თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუმრად თამაშობს, მაგრამ ადაპტირებას ვცდილობთ.

მატჩის დასაწყისში გაგვიჭირდა და ამით უკმაყოფილო ვიყავი. მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელები ფორმაში დამებრუნებინა და მიხარია, რომ მათ ეს შეძლეს. 30 წუთის შემდეგ უკეთესად ვთამაშობდით და მოგება დავიმსახურეთ.

იმედი მაქვს, 1/8 ფინალისთვის სათანადოდ ვიქნებით მზად. როგორც გუნდი, ნამდვილად მზად ვართ, მაგრამ თუ უსმანი დაგვიბრუნდება, უფრო მზად ვიქნებით და გავძლიერდებით“.

რთული თამაში იყო, რადგან სიეტლმაც კარგად წარმოაჩინა თავი, ინტენსიურად თამაშობდნენ, რაც ძალიან მომეწონა. სანახაობრივი მატჩი გამოდგა. ბატონი შმეცერი შესანიშნავი მწვრთნელია. მან გუნდი ძალიან კარგად მოამზადა. ყოველთვის სასიამოვნოა სხვა კონტინენტის გუნდებთან თამაში. ვულოცავ სიეტლს, რადგან ისინი იბრძოდნენ და საქმეები საგრძნობლად გაგვირთულეს.

B ჯგუფში, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ატლეტიკომ ბოტაფოგოს 1:0 მოუგო. 3 ტურის შემდეგ 6-6 ქულა პსჟ-ს, ბოტაფოგოს და ატლეტიკოს დაუგროვდათ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯგუფიდან პირველი ადგილით პსჟ და მეორე ადგილით ბოტაფოგო გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას კურიოზული გოლი - პსჟ-მა სიეტლს მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა
კვარას კურიოზული გოლი - პსჟ-მა სიეტლს მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა