ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას კურიოზული გოლი - პსჟ-მა სიეტლს მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, პარი სენ-ჟერმენი სიეტლ სანდერსს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა. პსჟ-ის პირველი გოლი მის ანგარიშზეა. 35-ე წუთზე ვიტინია კარისკენ ურტყამდა, თუმცა ბურთი ზურგზე ხვიჩა კვარაცხელიას მოხვდა და კარის მიმართულებით აისხლიტა. საბოლოოდ გოლი კურიოზული გამოდგა, რომელიც ხვიჩას ჩაეწერა. ქართველი ფეხბურთელი ლუის ენრიკემ 64-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლათი შეცვალა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.

დარჩენილ დროში პსჟ-მ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, შეხვედრა 2:0 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 54 შეხება, 42-დან 37 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 6 პოზიციური დუელიდან 2 მოგებული დუელი. კარის მიმართულებით 2 დარტყმა და ორივე ზუსტი, 1 ართმევა. Sofascore-ზე მისი თამაში 7.8 ქულით შეფასდა.

კვარას ყველა მომენტი:

B ჯგუფის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ატლეტიკომ ბოტაფოგოს 1:0 მოუგო. 3 ტურის შემდეგ 6-6 ქულა პსჟ-ს, ბოტაფოგოს და ატლეტიკოს დაუგროვდათ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯგუფიდან პირველი ადგილით პსჟ და მეორე ადგილით ბოტაფოგო გავიდნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საოცარ კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ“ | ხვიჩა კვარაცხელია სიეტლთან მატჩზე
    „საოცარ კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ“ | ხვიჩა კვარაცხელია სიეტლთან მატჩზე