ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საოცარ კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ“ | ხვიჩა კვარაცხელია სიეტლთან მატჩზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სიეტლ საუნდერსთან“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. 24 წლის გარემარბმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პარიზულ გრანდში ყოფნით ძალიან ბედნიერია.

„ბოტაფოგოსთან წაგების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ, მომდევნო მატჩისთვის მზად ვიყოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ რთული შეხვედრა გველოდება. გვითხრა, რომ შეცდომები დავუშვით და ისინი არ უნდა გავიმეოროთ. როდესაც ბურთს ვკარგავდით, კონტრშეტევებს ვიღებდით და ამდენი დაკარგვა არ უნდა გვქონოდა.

სიეტლის თამაშები ვნახეთ. მათ შეუძლიათ, კარგი ფეხბურთი აჩვენონ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. პარი სენ-ჟერმენის თითოეულ მოთამაშეს გამარჯვება უნდა. აქ წასაგებად არ ჩამოვსულვართ. მოედანზე გავალთ და ვიბრძოლებთ. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულნი ვართ და პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ჩვენი დონე ვაჩვენოთ.

ნაპოლიდან ტრანსფერი ზამთარში და ამდენი ტიტულის მოგება? 2024/25 წლების სეზონში, ჩემთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ჯერ კიდევ ვცდილობ, ბოლომდე გავაანალიზო, რა გავიარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ კლუბში, საოცარ თანაგუნდელებთან და საოცარ მთავარ მწვრთნელთან ვიმყოფები. თავს კარგად ვგრძნობ და ყოველ მატჩში მაქსიმუმს ვაკეთებ“.

ცნობისთვის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, „სიეტლისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება. პსჟ-ს 3 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მახსოვს მესის, მბაპეს ან ნეიმარს ეს გაეკეთებინოს“ - რანგნიკი ხვიჩამ აღაფრთოვანა
„არ მახსოვს მესის, მბაპეს ან ნეიმარს ეს გაეკეთებინოს“ - რანგნიკი ხვიჩამ აღაფრთოვანა