ხვიჩა კვარაცხელია, რალფ რანგნიკი
Aa
Aa

„არ მახსოვს მესის, მბაპეს ან ნეიმარს ეს გაეკეთებინოს“ - რანგნიკი ხვიჩამ აღაფრთოვანა

ცნობილი ავსტრიელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი, რომელიც ამჟამად თავის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში, რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა Diario Sport-ის რედაქციის სტუმარი იყო და მოგვიანებით მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო „პარი სენ-ჟერმენთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვა იყო, რომლის პასუხშიც რანგნიკმა ყველაზე დადებით კონტექსტში ხვიჩა კვარაცხელია მოიხსენია.

რას ამბობს რანგნიკი

რატომ მოიგო „პარი სენ-ჟერმენმა“ მაინც და მაინც მიმდინარე სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგა? ისინი უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ და წარმატებას ზუსტად მაშინ მიაღწიეს, როდესაც მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. ვერც მბაპემ, ვერც მესიმ და ვერც ნეიმარმა კლუბს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინეს და თქვენ გგონიათ ეს დამთხვევაა? არავითარ შემთხვევაში.

მათ ვურჩევდი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიასგან აეღოთ. ქართველი არის ფეხბურთელი, რომელსაც მაშინაც კი, როდესაც მისი გუნდი 4:0-ს იგებს და საფინალო სასტვენამდე 20 წუთია დარჩენილი, შეუძლია 60 მეტრი გაირბინოს და თანაგუნდელებს დაკარგული ბურთი დაუბრუნოს. მე არ მახსოვს მსგავსი რამ ნეიმარს, მესის, ან მბაპეს გაეკეთებინოს.

ცნობისათვის, იანვრიდან მოყოლებული ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 შეხვედრაში თავი 7 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რთული მატჩი იყო, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ | რა თქვა ხვიჩამ თამაშის შემდეგ
„რთული მატჩი იყო, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ | რა თქვა ხვიჩამ თამაშის შემდეგ