ინტერესი საუდის არაბეთიდან | გოგლიჩიძის მსურველების სია იზრდება
„ემპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, საბა გოგლიჩიძეს ბევრი მსურველი ჰყავს. 21 წლის ცენტრალური მცველის გადაბირება სერია A-ს რამდენიმე კლუბს უნდა და ბოლო საათებში, საბაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს.
„ნოტინგემ ფორესტი ემპოლის ცენტრალური მცველით, საბა გოგლიჩიძითაა დაინტერესებული“, - წერს ნიკოლო სკირა.
#NottinghamForest are interested in #Empoli’s centre-back Saba #Goglichidze (born in 2004). #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) June 25, 2025
„საბა გოგლიჩიძემ შესაძლოა, ემპოლი დატოვოს. ქართველი ფეხბურთელის გაფორმებაზე რომა ფიქრობდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. ახლა, ახალგაზრდა მცველი სერია A-ს სხვა კლუბების რადარებზეა. უფრო მეტიც, საუდის არაბულმა კლუბმა მასზე ინფორმაცია გამოითხოვა და შესაძლოა, ეს ინტერესი კონკრეტულ შეთავაზებაში გადაიზარდოს“, - აცხადებს ალფრედო პედულა.
ცნობისთვის, სხვადასხვა დროს, გოგლიჩიძე „პარმას“, „უდინეზეს“ „ლაციოს“, „ფიორენტინას“, „რომასა“ და „სანდერლენდს“ დაუკავშირეს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „უდინეზე“ ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა კიდეც, მაგრამ კონკრეტული წინადადება ჯერ არ ყოფილა.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა. გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა.