ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მარცხენა ფლანგი მუდმივ საფრთხედ აქცია“ | Footmercato კვარაცხელიაზე წერს

Footmercato-მ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი „კვარას“ ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 24 წლის გარემარბმა პსჟ-ის ტრანსფორმაციაში დიდი წვლილი შეიტანა.

„იანვარში, პარი სენ-ჟერმენში გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საოცარი მეორე ნახევარი აქვს და ამტკიცებს, რომ უზარმაზარი პოტენციალით გამოირჩევა. ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა ნამდვილი დინამიტია და 24 წლის გარემარბმა ლუის ენრიკეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა.

ტექნიკის, თამაშის ხედვისა და ერთი-ერთზე განსხვავების შექმნის უნარის წყალობით, კვარამ პარი სენ-ჟერმენის მარცხენა ფლანგი შეცვალა და მეტოქეთათვის მუდმივ საფრთხედ აქცია. ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გატანილი რამდენიმე გადამწყვეტი გოლის ავტორი პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი და გუნდის შემტევი ხაზის საკვანძო ფიგურაა.

სიეტლ საუნდერსთან გამართული მატჩი ამის ნათელი დასტურია. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პარი სენ-ჟერმენს დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა. ამ კონკრეტულმა შეხვედრამ, რომელშიც კვარაცხელიამ იმ თანაგუნდელების გარეშე იასპარეზა, რომლებთანაც სისტემატურად თამაშობს ხოლმე, აჩვენა, რომ ხვიჩა გაიზარდა და როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება, შეუძლია, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს და სახიფათო მომენტები შექმნას. მისი თამაში ადასტურებს, რომ კვარა უბრალო ტალანტი კი არაა, რამდენიმე თვეში პარი სენ-ჟერმენის საკვანძო ფეხბურთელი გახდა. მისი გოლი სიმბოლურად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეასე გოლი იყო და პირველი ქართველია, ვინც ამ ტურნირზე გაიტანა.“, - წერს Footmercato.

შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა გრანდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება. პსჟ-სა და „ინტერ მაიამის“ მატჩი 29 ივნისს და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის განახლებული P4P რეიტინგი | მერაბი მეორეა, ილია - მესამე
UFC-ის განახლებული P4P რეიტინგი | მერაბი მეორეა, ილია - მესამე