„ბევრ მებრძოლთან მივარჯიშია, მაგრამ ილია განსაკუთრებულია“ - მასვიდალის პროგნოზი
UFC-ის ქვესაშუალო წონის მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილ ჩხუბზე ისაუბრა და საკუთარი პროგნოზიც გააკეთა.
„ილიას დაახლოებით 5-6 წელია ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი მებრძოლი 10 000-ში ერთია. ბევრ მებრძოლთან მივარჯიშია, მაგრამ ილია განსაკუთრებულია.
ერთობლივი ვარჯიშების პირველივე დღეს ვუთხარი, რომ ჩემპიონი გახდებოდა. ვფიქრობ, ის ოლივეირასაც დაამარცხებს და მსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდება. ილია იპოვის გამოსავალს. ჩარლზი მასზე დიდი და ყველაფერში ძლიერია, მაგრამ ილია უბრალოდ სხვა დონეზეა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს ლას ვეგასში, UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან. მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის გასამართი ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00 საათიდან დაიწყება.