ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ნიუკასლი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ 3 ქულა გვჭირდება“ - ენრიკე

ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლთან“ მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე უპასუხა კითხვას ტრავმირებულების მდგომარეობაზე და ფეხბურთელების მოტივირებულობაზე.

რა თქვა ენრიკემ:

„კარგი ვარჯიში ჩავატარეთ და მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ მატჩს. ჩემპიონთა ლიგა როგორც ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ჩვენი მიზანი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა - ამისთვის კი ძალიან კარგ გუნდს, „ნიუკასლს“ უნდა მოვუგოთ. ჩვენგან განსხვავებული სტილით თამაშობენ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი და მამაცი გუნდია, რომელსაც ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. წინა წლებში ნათამაშები გვაქვს „ნიუკასლთან“ და ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. სეზონის საკვანძო მომენტია, მაგრამ წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები გველის, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

დრო ფერნანდესი? ვცდილობთ, ისეთი ფეხბურთელები დავიმატოთ, რომლებსაც ჩვენი გაძლიერება შეუძლიათ. ვფიქრობ, დრო ფერნანდესს შეუძლია, მომავალში ამ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები ვრჩებით და თუ შესაძლებლობა გაჩნდება, კიდევ დავიმატებთ ერთ ან რამდენიმე ფეხბურთელს.

უორენ ზაირ-ემერი? ბევრჯერ მკითხეთ, დავიმატებთ თუ არა მარჯვენა მცველს. აშრაფ ჰაკიმი დაბრუნდა, მაგრამ ზაირ-ემერიმ ამ პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა და ძალიან მაღალი დონე აჩვენა. მისი გუნდში ყოლა ძალიან სასიამოვნოა - უორენს შეუძლია იყოს მარჯვენა მცველი, ნახევარმცველი და შემტევიც. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ და ყველა 100%-ით არის მოტივირებული. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველას ძალიან უყვარს, ამიტომ აქ ზედმეტი კითხვები არავის აქვს. არჩევანი უფრო გამირთულდა, მაგრამ ასეთია მწვრთნელის სამუშაო და ძალიან მიხარია, როცა ბევრი ფეხბურთელს შორის მიწევს არჩევანის გაკეთება.

ხვალ თუ მოვიგებთ, ჯგუფურ ეტაპს მეექვსე ან მეშვიდე ადგილზე დავასრულებთ, თუმცა სიამოვნებით მოვაწერ ხელს ფრეზე ან მარცხზე, თუ პლეიოფიდან გასულები ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ“.

შეგახსენებთ, რომ 7 მატჩის შემდეგ პსჟ 13 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. პსჟ-ნიუკასლის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებენ. მათი როლი გადამწყვეტია“
„იმედია, ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებენ. მათი როლი გადამწყვეტია“