კვარას მხოლოდ ერთი გუნდელი უსწრებს - პსჟ-ს მოთამაშეთა ანაზღაურებები
ცნობილი საფეხბურთო გამოცემა Tribuna პსჟ-ს ფეხბურთელების წლიურ ანაზღაურებებს ასაჯაროებს.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ის ხელფასები წარმოდგენილია პორტალ Capology-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ყოველთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის და შესაძლოა წარმოადგენდეს მიახლოებით რაოდენობას. კონტრაქტების თანხები მოცემულია წლიურ ჭრილში, გადასახადების დაქვითვამდე და ბონუსების გათვალისწინების გარეშე.
წყაროს თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ანაზღაურების სახით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ოქროს ბურთის მფლობელ უსმან დემბელეს ჩამორჩება.
მთლიან სიაში რამდენიმე მოთამაშის ანაზღაურება, გუნდელებთან მიმართებით ცოტათი გაკვირვებას იწვევს.
გთავაზობთ წყაროზე დაყრდნობით სრულ სიას:
უსმან დემბელე – 18,000,000 ევრო წელიწადში
ხვიჩა კვარაცხელია – 16,360,000 ევრო
მარკინიოსი – 13,450,000 ევრო
ლუკას ერნანდესი – 13,200,000
აშრაფ ჰაკიმი – 13,200,000 ევრო
უორენ ზაირ-ემერი – 11,400,000 ევრო
ვიტინია – 10,900,000 ევრო
ნუნუ მენდეში – 10,000,000 ევრო
ბრედლი ბარკოლა – 6,600,000 ევრო
დეზირე დუე – 6,000,000 ევრო
გონსალუ რამუში – 5,500,000 ევრო
ლუკას შევალიე – 5,500,000 ევრო
ფაბიან რუისი – 5,450,000 ევრო
ილია ზაბარნი – 5,450,000 ევრო
ჟოაუ ნევეში – 4,820,000 ევრო
ვილიან პაჩო – 4,540,000 ევრო
ლი კან-ინი – 3,640,000 ევრო
ლუკას ბერალდო – 3,270,000 ევრო