ადრიანო
Aa
Aa

„თქვენზე დემონივით ვინადირებ“ | ადრიანოს დედა თაღლითების მსხვერპლი გახდა

ლეგენდარული ადრიანოს დედა თაღლითების მსხვერპლი გახდა. მას მოტყუებით R$ 15 000 (დაახლოებით 7 600 ლარი) გამოძალეს, ინციდენტის შემდეგ კი „იმპერატორმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ადრიანომ თაღლითებს ფულის დაბრუნება მოსთხოვა და მათ დაემუქრა.

„თქვე ნაძირლებო! გირჩევნიათ, ფული დააბრუნოთ. თუ ამას არ იზამთ, თქვენზე დემონივით ვინადირებ. დედაჩემი მოატყუეს და ვიღაცის ანგარიშზე R$ 15 000 გადაარიცხინეს. დედაჩემს! ოჯახი, დედები და ბებიები ხელშეუხებელი არიან.

ვიღაც დედაჩემს თავს აჩვენებდა, თითქოს მე ვიყავი. ფულს თუ არ დააბრუნებ, გიპოვი და გაიგებ, რა ხდება, როდესაც ეშმაკი ჯოჯოხეთიდან ამოდის. 24 საათს გაძლევ, რათა ფული დააბრუნო.“

ცნობისთვის, ადრიანოს „ინტერში“, „ფიორენტინაში“, „პარმაში“, „რომაში“, „სან პაულოში“, „ფლამენგოსა“ და სხვა გუნდებში უთამაშია. კარიერის დასრულების შემდეგ ის რიო დე ჟანეიროს ფაველებში ცხოვრობს და ამბობს, რომ ეს არის ადგილი, სადაც პატივისცემასა და ურთიერთკავშირს გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ახლა ეცინება“ | მერაბის რეაქცია გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბზე
„ილიას ახლა ეცინება“ | მერაბის რეაქცია გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბზე