ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების მიიღებს.
მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ტურნირზე ჩვენი გუნდი წონის ლიდერების გარეშე გაემგზავრება, თუმცა რამდენიმე ძველი, ცნობილი სახე დაბრუნდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- -60 კგ. - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია.
- -66 კგ. - ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე.
- -73 კგ. - მიხეილ ბახბახიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
- -81 კგ. - დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი.
- -90 კგ. - გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი.
- -100 კგ. - ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი.
- +100 კგ. - გელა ზაალიშვილი, საბა ქარდავა.
შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის გრანდ სლემამდე, ქართველი ძიუდოისტები სეზონს 7-8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემით გახსნიან. ტაშკენტის შემდეგ, პირველი გრანდ სლემი თბილისში არის დაგეგმილი, რომელიც 20-22 მარტს გაიმართება. 16-19 აპრილს კი ჩვენი დედაქალაქი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.