ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ბუკმეიკერების პროგნოზი - თუ ბრძოლა შედგება, ილია დიდი ფავორიტია

UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯისთან პოტენციურ საჩემპიონო ბრძოლაში ფავორიტად მოსალოდნელზე ადრე გამოიკვეთა.

ამ დროისთვის, ქართველი მებრძოლის გამარჯვების კოეფიციენტი 1.167-ს შეადგენს (85.71%-იანი ალბათობა), ხოლო ამერიკელის წარმატება 5-ით ფასდება (20%-იანი ალბათობა).

ბუკმეიკერებმა სასტარტო კოეფიციენტები მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც გეიჯიმ ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში პიმბლეტი დაამარცხა და კარიერაში მეორედ გახდა დივიზიონის დროებითი ჩემპიონი.

დროებითი ქამარი მას შემდეგ გათამაშდა, რაც მოქმედმა ჩემპიონმა მეუღლესთან სასამართლო პროცესის მოსაგვარებლად კარიერაში პაუზა აიღო.

მანამდე თოფურიამ განაცხადა, რომ ოქტაგონს აპრილში დაუბრუნდება, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ გეიჯისთან ბრძოლა რეალობად იქცევა, რადგან „ელ მატადორი“ შესაძლოა ქვესაშუალო წონაში ავიდეს ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლა გამართოს, რასაც MMA-ს მთელი სამყარო ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები