დი მარია: რონალდუ პროფესიონალიზმის მხრივ ნომერ პირველია, თუმცა მას არ გაუმართლა...
„რონალდუ თავდაუზოგავად შრომობდა, მესის კი ღვთიური ნიჭი ჰქონდა“, - ანხელ დი მარიამ As-თან ინტერვიუში კრიშტიანუსა და ლეოს შესახებ ისაუბრა.
„როსარიო სენტრალის“ ნახევარმცველმა, მესი და კრიშტიანუ ერთმანეთს შეადარა. დი მარია იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის არის, რომლებსაც თამაშის ფუფუნება ორივე მათგანთან ჰქონდა".
- იქონია თუ არა თქვენზე გავლენა კრიშტიანუს სამუშაო ეთიკამ?
„დიახ. პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, კრისი (რონალდუ) ნომერ პირველია. მისი სამუშაო ეთიკა, საკუთარი დონის შენარჩუნების უნარი და მუდმივი სწრაფვა, რომ ლეოსთან კონკურენციაში საუკეთესო ყოფილიყო, მართლაც ქებას იმსახურებს. თუმცა, მისი გამოსვლის პერიოდი მესის ეპოქას დაემთხვა, რამაც მიზნის მიღწევა მნიშვნელოვნად გაურთულა...“
- თქვენ ყოველთვის მესის უფრო მაღლა აყენებდით...
„რონალდუ თავდაუზოგავად შრომობდა და ნომერ პირველობისკენ მიისწრაფოდა, მაგრამ მესიმ, რომელიც გასახდელში მატეს სვამდა, აჩვენა, რომ მას აქვს ღვთიური ნიჭი, იყოს საუკეთესო“.
- განაცხადა დი მარიამ.