გზა შინისაკენ - ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი
„გზა შინისაკენ“ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ვაკის სტადიონზე ასეთი სახელწოდების ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი ჩაატარეს. შეჯიბრებაში ათი გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის აფხაზეთიდან, საინგილოდან, ფერეიდნიდან და თურქეთიდან.
რიგით მეოთხე ტრადიციული გათამაშების გამარჯვებული „სოხუმი-ცხუმის“ კლუბი გახდა. საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი კი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელმა ლუკა გულედანმა მიიღო. ღონისძიება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
ცნობისათვის, გამარჯვებულები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს