სანდრო მაჭავარიანი
Aa
Aa

ლეგენდის სახელობის თასი - მშვილდოსნებმა საუკეთესოები გაარკვიეს

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მშვილდოსნობაში ორი ტურნირი გაიმართა. სპორტის ამ სახეობაში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ქეთევან ლოსაბერიძის თასზე ქალთა კატეგორიაში პირველ ადგილზე ანა ბოლოკაძე, ვაჟებში კი ანრი ბასილაძე გავიდა.

საქართველოს თასის გამარჯვებული ქალთა შორის ჩემპიონი მედეა გვინჩიძე, ხოლო ვაჟთა შეჯიბრებაში ალექსანდრე მაჭავარიანი გახდა. გამარჯვებულები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა, რომელიც მშვილდოსნებს 7-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის ცალკეული პუნქტების რეალიზებაში დახმარებას დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ფონდის დაფინანსებით ოთხი ქართველი ახალგაზრდა მშვილდოსანი, მარიამ ნემსიწვერიძე, ანა სურგულაძე, ანა ყორშია და თეკლა რეხვიაშვილი საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფებოდნენ, სადაც ესკიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული მეცნიერების ფაკულტეტის ბაზაზე რამდენიმედღიანი მომზადების კურსი გაიარეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ფონდის მორიგი მემორანდუმი - თანამშრომლობა ქართული სპორტის საბადოსთან
    ფონდის მორიგი მემორანდუმი - თანამშრომლობა ქართული სპორტის საბადოსთან