საწვრთნელი შეკრება და ვერცხლის მედალი - მშვილდოსნების თურქული მოგზაურობა
Aa
Aa

საწვრთნელი შეკრება და ვერცხლის მედალი - მშვილდოსნების თურქული მოგზაურობა

„ოლიმპიური რეზერვი, გზა 2032“ - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციასთან ერთად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი 12-დან 14 წლამდე ასაკის მშვილდოსნების აღმოჩენასა და 2032 წლის ოლიმპიადისთის მათ მომზადებას ითვალისწინებს.

ფონდის დაფინანსებით, ოთხი ქართველი ახალგაზრდა მშვილდოსანი, მარიამ ნემსიწვერიძე, ანა სურგულაძე, ანა ყორშია და თეკლა რეხვიაშვილი საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფებოდნენ. ესკიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული მეცნიერების ფაკულტეტის ბაზაზე მათ რამდენიმედღიანი მომზადების კურსი გაიარეს. პარალელურად კი გაიმართა ტურნირი, სადაც პირად ჩათვლაში ანა სურგულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ქალთა ნაკრების წარმატება მშვილდოსნობაში
    ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ქალთა ნაკრების წარმატება მშვილდოსნობაში