„ჭკვიანი და სულელი ხალხიც არსებობს, მათ გამო დროს არ ვკარგავ“ - კონტემ კოშტას უპასუხა
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელის, დიეგო კოსტას განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, იტალიელ სპეციალისტზე საჯაროდ უხეშად ისაუბრა.
„მას რაღაც შინაგანი მიზეზები ჰქონდა, რადგან ხვდებოდა, რომ ეს მწვრთნელისთვის ნორმალური არ იყო. იმ მოთამაშის მიმართ ასე მოქცევა, რომელიც მისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო...
ეს ადამიანი სხვებს არ ენდობა. ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. მასთან ვარჯიშებით სიამოვნებას ვერ იღებ, ყოველთვის გაბრაზებულია, ყოველთვის პირქუში სახე აქვს. მას, ალბათ, სახლში სექსი არ აქვს, რადგან ძალიან პირქუშია...“
- განაცხადა კოშტამ ჯონ ობი მიკელის პოდკასტში.
„მართალი გითხრათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ენერგიას გაზეთებში იმის კითხვაზე ხარჯავს, თუ რას ამბობს ხალხი. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ფეხბურთის გარშემო არიან ინტელიგენტი, ჭკვიანი ადამიანები და არიან სულელებიც, ამიტომ არ ვხარჯავ დროს სტატიების კითხვაზე - არც ჭკვიანი და არც სულელი ხალხისთვის.
დიეგო კოშტა ჩემთან ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, ასე რომ, შემიძლია ფეხბურთზე ვისაუბრო. ჩვენ ერთად მოვიგეთ ინგლისის ჩემპიონატი და მან ერთი სეზონის განმავლობაში სამჯერ ისურვა გუნდიდან წასვლა. ეს მე ვიცი. არ ვიცი, რა დაემართა მას „ჩელსის“ შემდეგ“,
- განაცხადა კონტემ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „ჩელსის“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.