„ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ...“ - რას ამბობდა ოლივეირა ილიაზე ერთი წლის წინ
რამდენიმე დღეში ილია თოფურია UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლას გამართავს, მისი მეტოქე კი ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა იქნება.
ტრადიციულად, ბრძოლის კვირაში ემოციები პიკს აღწევს, მებრძოლები მოსამზადებელ პერიოდს ასრულებენ და წონის კლებაზე გადადიან, ესპანურმა Marca-მ კი გაიხსენა, რას ამბობდა ოლივეირა მათთან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ზუსტად ერთი წლის წინ, როცა ბრაზილიელის მეტოქე მაიკლ ჩენდლერი იყო.
რას ამბობდა „დუ ბრონქსი“ ერთი წლის წინ:
„ილია ახალგაზრდა ბიჭია, მას ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს. ის კარგად „ყიდის“ თავის ბრძოლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ შემდეგ ასრულებს იმას, რასაც ამბობს“.
ამჯერად ოლივეირამ „მატადორის“ ე.წ. თრეშთოქი საკუთარ თავზე გამოცადა. ბოლო თვეებში ილიამ არაერთხელ ისაუბრა - თოფურია დარწმუნებულია, რომ „დუ ბრონქსს“ პირველ რაუნდში დააფინიშებს.
„რა თქმა უნდა, ოლივეირას ჩამოწერა არ შეიძლება. ის სახიფათო მებრძოლია, UFC-ის ისტორიაში ყველაზ მეტი ფინიში აქვს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვარ, მაგალითად, ჰოლოუეისა და ვოლკანოვსკისთან ჩხუბების წინ. ისინი არავის დაუმარცხებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ ჩემთან არ უჩხუბიათ“, - ამბობს თოფურია.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს ლას ვეგასში, UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან. მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის გასამართი ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00 საათიდან დაიწყება.