ჟოზე მოურინიო, ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი, ბენფიკა
Aa
Aa

ჟოზე: “რეალი მიყვარს, მაგრამ იმედია ხვალ ვერ მოიგებს“

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში ბენფიკა მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ლისაბონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოურინიო:

„ალვარო არბელოა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ის განსაკუთრებული იყო ადამიანური თვალსაზრისით. შეიძლება ის საუკეთესო არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. ვუსურვებ, რომ ბრწყინვალე სამწვრთნელო კარიერა ჰქონდეს. მას ნებისმიერ კლუბში შეუძლია მუშაობა.

არბელოაც და რეალიც ძალიან მიყვარს, მაგრამ იმედი მაქვს, ხვალ ვერ გაიმარჯვებენ. რჩევას ახლა ვერ მივცემ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბედნიერი იყოს. მწვრთნელობა რთული საქმეა, რადგან ყოველდღე გაკრიტიკებენ. მთავარია ამ საქმემ სიამოვნება მიანიჭოს.

ჩაბი ალონსოც ჩემი ბიჭია. მხოლოდ დადებითი მოგონებები მაქვს. იგივე მღელვარება ვიგრძენი, რასაც ხვალ ალვაროს წინააღმდეგ ვიგრძნობ. ჩაბის წინააღმდეგ რომ ვითამაშე, აღფრთოვანებული ვიყავი. რაც მან ბაიერ ლევერკუზენში გააკეთა, უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის, ისევე როგორც მისი რეალში მოსვლა.

 მერე რაც მოხდა და რატომ დასრულდა — ეს აღარ მაინტერესებს. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძალიან რთულია, რამემ გამაოცოს. ახლა ის ბედნიერი იქნება, რადგან აჩვენა, რა დონემდე შეუძლია მწვრთნელად გაზრდა.“

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალს 2010/2013 წლებში წვრთნიდა. ბენფიკას და რეალის დაპირისპირება 28 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჭკვიანი და სულელი ხალხიც არსებობს, მათ გამო დროს არ ვკარგავ“ - კონტემ კოშტას უპასუხა
„ჭკვიანი და სულელი ხალხიც არსებობს, მათ გამო დროს არ ვკარგავ“ - კონტემ კოშტას უპასუხა