ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რა შანსი აქვს კვარაცხელიას ოქროს ბურთი მოიგოს | მიკუმ ხვიჩაზე ისაუბრა

ფრანგმა ფეხბურთელმა, ჟოან მიკუმ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. L’Equipe-ის სატელევიზიო გადაცემაში მიკუს ქართველი გარემარბის შესახებ ჰკითხეს და დაინტერესდნენ, რა შანსი აქვს „კვარას“ „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული ჯილდოს მოგების.

„პირველ რიგში, ამისთვის საჭიროა, პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგოს. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც შეიძლება გადაუსწრონ, მაგრამ თუ ეს მოხდა, შანსი ნამდვილად არსებობს.

გასათვალისწინებელია მსოფლიო ჩემპიონატი და მისი გამარჯვებული. თუ ჩემპიონი ბრაზილია გახდა, ოქროს ბურთის გამოკვეთილი პრეტენდენტი არ გვეყოლება. თუ ვინისიუს ჟუნიორმა ფენომენალური მუნდიალი ჩაატარა, დისკუსია დაიწყება. ვფიქრობ, კვარა ერთ-ერთი პრეტენდენტია და შანსი ნამდვილად აქვს, თუმცა თუ მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი ან ინგლისი გახდა, მბაპე და კეინი მასზე წინ იქნებიან.“

ცნობისთვის, Goal-ის ვერსიით, კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. ქართველ ფეხბურთელზე წინ დეკლან რაისი (მერვე), უსმან დემბელე (მეშვიდე), კილიან მბაპე (მეექვსე), ერლინგ ჰოლანდი (მეხუთე), ლუის დიასი (მეოთხე), ლამინ იამალი (მესამე), მაიკლ ოლისე (მეორე) და ჰარი კეინი (პირველი) არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არის თუ არა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“ | Marca-მ კვარაცხელიაზე დაწერა
„არის თუ არა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“ | Marca-მ კვარაცხელიაზე დაწერა