დავით ყიფიანის სახელობის თასი
Aa
Aa

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშების წილისყრა

4 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2026 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. 

სეზონის დაწყებამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დავით ყიფიანის სახელობის თასის 2026 წლის გათამაშება გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე წინასწარ შედგენილი სატურინო ბადით წარიმართება. წილისყრაზე, ფინალური მატჩის ჩათვლით პოტენციური წყვილების მასპინძლები გამოვლინდნენ. 

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი და მეორე ტაპის მატჩები, შესაბამისად 24 მაისს და 26 ივნისს გაიმართება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები საქართველოს თასის გათამაშებაში 1/16-ფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 25 ივლისს დაიწყება.

საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

პირველი და მეორე ეტაპების წილისყრა

ტორპედო 2 - კოლხეთი ხობი / მარგვეთი 2006

გარდაბანი / არაგვი 2 - იბერია 2010 

ორბი 2 - ივერია / ბეთლემი

გარდაბანი 2 - გურია / მერანი თბილისი

ლოკომოტივი 2 - სამცხე / დიდუბე

რუსთავი 2 - ბორჯომი /  ორბი

დმანისი - ბახმარო / ვიტ ჯორჯია

აბული - არაგველები / თბილისი 2025 

ჯვარი - სქური / დინამო თბილისი 2

დინამო სოხუმი - ალგეთი / გონიო

მეშახტე 2 - მარტვილის მერანი 2 / იბერია 1999 - 2

მფკ ბასა - კოლხეთი 1913 – 2 / ლოკომოტივი

ზოოვეტი - ვიტ ჯორჯია 2 / არაგვი

იმერეთი - გაგრა 2 / ოდიში 1919

ოდიში 1919 – 2 - მერცხალი / გორი 

სამგურალი 2  - ვიტ ჯორჯია / შტურმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები