მიკელ არტეტა, ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდით“ - არტეტა და იოკერეში ნახევარფინალის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „არსენალი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ და ფეხბურთელმა, ვიქტორ იოკერეშმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.

მიკელ არტეტა:

„პირველ მატჩში წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე მინახავს. მოუთმენლად ველი ამ მომენტის ჩვენს ხალხთან, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად განცდას.“

„მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას. გუნდში დიდ ენერგიას ვგრძნობ. ერთად ბევრი ვიშრომეთ. ფეხბურთელები დიდი ხანი ელოდნენ ასეთ საღამოს. შეიძლება, რაღაც საოცარი მოხდეს. ჩემი გზავნილია — როდესაც ასეთი შესაძლებლობა გეძლევათ, „მიდით და გამოიყენეთ“.

ვიქტორ იოკერეში:

„ვფიქრობ, ახლა ასეთ პოზიციებზე ტყუილად არ ვართ. მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ამ თამაშებზეა დამოკიდებული, რათა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ის, რაც აქამდე შევძელით, წარმოუდგენელია, მაგრამ მთავარი ახლა უნდა გავაკეთოთ.“

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მადრიდში ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირება კი ლონდონში 5 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზამს ორი თამაში გვაშორებს“ - სიმეონე და გრიზმანი არსენალთან მატჩის წინ
„მიზამს ორი თამაში გვაშორებს“ - სიმეონე და გრიზმანი არსენალთან მატჩის წინ