სევილია, სერხიო რამოსი
Aa
Aa

450 მილიონი ევრო - სერხიო რამოსი სევილიას ყიდვას გეგმავს

როგორც ჩანს, სერხიო რამოსი ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს.

Cadena SER საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა სერხიო რამოსი სევილიას შეძენას აპირებს და შეთანხმება უკვე მიღწეულია.

წყაროს ცნობით, ანდალუზიურ კლუბში სრულყოფილი ფინანსური აუდიტი უნდა გადაწყდეს და ამის შემდეგ მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რამოსს სევილიას ყიდვის პროცესში მარტინ ინკი ეხმარება და პარტნიორობას უწევს. აღნიშნული პიროვნება კომპანია Five Eleven Capital-ის ერთ-ერთი მეწილეა.

Cadena SER-ის ინფორმაციით, თუ ყველანაირი შეთანხმება შედგება, სერხიო რამოსს სევილიას ყიდვა 450 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტანი სევილიაში გაიზარდა. პირველ გუნდში 2004/2005 და 2023/2024 წლებში თამაშობდა.

 

მსგავსი სიახლეები