საბა ლობჟანიძე მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
„ატლანტა იუნაიტედის“ ქართველი შემტევი, საბა ლობჟანიძე MLS-ის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
29 წლის ფეხბურთელმა გასულ ტურში მონრეალთან დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე საბამ ანგარიში გაათანაბრა, 50-ე წუთზე სანჩესის საგოლე პასის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. შესაბამისად, ლობჟანიძეს კარგი თამაში დაუფასდა და სიმბოლურ გუნდშიც დამსახურებულად მოხვდა.
View this post on Instagram
2024 წლის 20 ოქტომბერს საბამ ორლანდოს გაუტანა, მას შემდეგ MLS-ში 42-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, რომელიც მონრეალთან დაასრულა.