ოცნება მუნდიალზე თამაშია - ალვეში ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს
Yahoo Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელს დანი ალვეშს საფეხბურთო კარიერის განახლება და მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს.
ის უახლოეს მომავალში მოედანზე სიმბოლურად და მოულოდნელად დაბრუნებას გეგმავს. 42 წლის მარჯვენა მცველს პროფესიონალურ დონეზე ორ წელზე მეტია არ უთამაშია, რადგან გარკვეული პერიოდი ციხეში გაატარა.
ამ ინფორმაციას პორტუგალი გამოცემა A Bola-ც ადასტურებს და წერს, რომ ბრაზილიელი შესაძლოა სან აუ დე ვერში ვიხილოთ, რომელიც პორტუგალიის მესამე დივიზიონში ასპარეზობს და რომლის თანამფლობელიც თავად ალვეშია.
შესაძლო დაბრუნება გუნდის მძიმე სპორტულ მდგომარეობას უკავშირდება: ისინი ამჟამად დაქვეითებისგან თავის დაღწევას ცდილობენ.
დანი ალვეშს შეუძლია თავისი გამოცდილება და ლიდერული თვისებები გამოიყენოს, რათა კლუბს გადარჩენაში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი უკანახაზელის ბოლო კლუბი მექსიკური კლუბი პუმას უნამი იყო. იქამდე კი სხვადასხვა წლებში ბაჰიაში, სევილიაში, ბარსელონაში, იუვენტუსში და სან პაულუში თამაშობდა.
???? Dani Alves prepara regresso aos relvados em Portugal
— Cabine Desportiva (@CabineSport) January 23, 2026
O brasileiro está a tratar de toda a documentação final para ser inscrito como jogador do São João de Ver, e jogar na fase de manutenção na Liga 3, num contrato até ao final da época com outra opcional, conforme avançou… pic.twitter.com/3azSymtAEP