ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„ილიასთან ცარუკიანმა უნდა იჩხუბოს“ - ჰუკერის მოულოდნელი განცხადება

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დენ ჰუკერმა განაცხადა, რომ არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასთან ჩხუბი დაიმსახურა. ამის შესახებ ჰუკერმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მართალი გითხრათ, ახლა არმანი მომწონს, მისი ფანი გავხდი. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მისი კარიერის საუკეთესო წლებმა ფუჭად ჩაიარა. თოფურიასთან მან უნდა იბრძოლოს. არის ვინმე, ვისაც ეს ჩხუბი არ აინტერესებს?

მოდით, რეალურად ვიმსჯელოთ... ყველამ ვნახეთ გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბი და ვინმეს სჯერა, რომ ჯასტინს თოფურიას დამარცხება შეუძლია?“.

„ჰენგმენმა“ ასევე აღნიშნა, რომ ცარუკიანთან ჩხუბის წინ, პირისპირ დგომის ცერემონიაზე სომეხმა მებრძოლმა მას ცხვირი გაუტეხა.

„ასეთ მომენტებში ემოციები უნდა მოთოკო. რა თქმა უნდა, ძალიან გავბრაზდი და მისი ცემა მინდოდა, მაგრამ სწორად მოვიქეცი, რომ სიმშვიდე შევინარჩუნე“.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ცარუკიანმა ჰუკერს მხრის სამკუთხედით მოუგო, ხოლო ჯასტინ გეიჯიმ დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის პედი პიმბლეტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბისპინგი: ეს ძარცვა არ არის, მაგრამ სონგმა ომალის მოუგო
ბისპინგი: ეს ძარცვა არ არის, მაგრამ სონგმა ომალის მოუგო