ლიონი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ფინანსური პრობლემები - მიქაუტაძის ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს

ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს.

L’equipe წერს, რომ ლიონს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზამთარში, პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის მიერ მოთხოვნილი გარანტიების შეუსრულებლობისა და 175 მილიონი ევროს ოდენობის ვალის გამო, ლიონი ლიგა 2-ში გავარდნის საფრთხის წინაშე დადგა.

როგორც ჩანს, ფრანგულმა კლუბმა ვალის დაფარვა ვერ მოახერხა და სავალალო შედეგი სწორედ ამის გამო დადგა.

შეგახსენებთ, რომ ლიონმა გასული სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ბევრი რამ გამოსწორდა.

მიქაუტაძის გუნდმა სატურნირო ცხრილი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

რაც შეეხება თავად ჟორჟს, მან ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მარცხენა ფლანგი მუდმივ საფრთხედ აქცია“ | Footmercato კვარაცხელიაზე წერს
„მარცხენა ფლანგი მუდმივ საფრთხედ აქცია“ | Footmercato კვარაცხელიაზე წერს