სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება | არველაძე თურქულ კლუბს გაწვრთნის
თურქული „ქასიმფაშას'' მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გახდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ქართველი სპეციალისტი ბურაკ ილმაზს შეცვლის.
52 წლის სპეციალისტი „ქასიმფაშას'' 2012-15 წლებში წვრთნიდა, ყოფილ კლუბში ბრუნდება, თურქეთში ხვალ ჩაფრინდება და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
2024-25 წლების სეზონში „ქასიმფაშა'' თურქეთის სუპერ ლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.
არველაძე „ქასიმფაშას'' გარდა თურქეთის სუპერ ლიგის კიდევ სამ გუნდს წვრთნიდა: „კაისერს'' (2010-12), „ტრაბზონსა'' (2015) და „ქარაგიუმრუკს'' (2023-24). გარდა ამისა, თელ-ავივის „მაქაბის'', ტაშკენტის „ფახთაქორისა'' და „ჰალის'' თავკაცი იყო.
შეგახსენებთ, გასულ კვირაში თბილისის „ლოკომოტივმა'' დაადასტურა, რომ შოთა არველაძე კლუბის ბორდის წევრი გახდა, თუმცა სავარაუდოდ თურქულ კლუბში დანიშვნის შემდეგ არველაძე სრულიად სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთვება.