მორიგი მსურველი გამოჩნდა | მიქაუტაძის გაფორმება ინგლისურ კლუბს უნდა
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ლიგა 2-ში დააქვეითეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, მაგრამ უცხოური კლუბები მისი მოთამაშეებით უკვე ინტერესდებიან და გამონაკლისი არც 24 წლის თავდამსხმელია.
Fichajes-ის ინფორმაციით, მიქაუტაძის გაფორმებაზე პრემიერ ლიგის კლუბები ფიქრობენ და ერთ-ერთი მათგანი „ტოტენჰემია“. „დეზებს“ შეტევის გაძლიერება სურთ და გიორგი მოსწონთ, რადგან იგი მოედნის ხედვითა და გოლის გატანის ალღოთი გამოირჩევა.
ლონდონელებს მიაჩნიათ, რომ მიქაუტაძე მათთვის იდეალური კანდიდატია და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ კიდეც. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინგლისში, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, რათა ტრანსფერი დაიხუროს. „ტოტენჰემში“ თვლიან, რომ მიქაუტაძის გაფორმება მათი ახალი სპორტული პროექტისთვის სტრატეგიული სვლა იქნება.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა.