სპაერი, გიორგი ცეცხლაძე
Aa
Aa

ცეცხლაძის ბენეფისი - პოკერი და სპაერი საქართველოს თასზე კოლხეთს ამარცხებს

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალში სპაერი კოლხეთი 1913 დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი ცეცხლაძე იყო, რომელმაც პოკერი შეასრულა.

ანგარიში კოლხეთმა მე-5 წუთზე გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. მე-60 წუთზე თავი ცხოვრებაშვილმა გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

გიორგი ცეცხლაძე მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა და მატჩის ბედი შეცვალა. 73-ე წუთზე მან სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. 84-ე წუთზე პენალტი გააფუჭა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

105-ე წუთზე ცეცხლაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და სპაერი წინ გაიყვანა. მატჩის საბოლოო შედეგი კი გიორგიმ 109-ე წუთზე დასვა.

ცნობისთვის, სპაერი საქართველოს თასის მეოთხედფინალში გორის დილას დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები