გიორგი გაგუა
Aa
Aa

სადებიუტო გოლი - გაგუამ სლოვაკეთის თასზე გაიტანა

სლოვაკეთის თასის პირველ წრეში გიორგი გაგუას დუნაისკა სტრედა იელკას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად 4:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი გაგუა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ანგარიში მე-10 წუთზე ჯუკანოვიჩმა გახსნა და პირველი ტაიმი სტრედამ 1:0 მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

75-ე წუთზე გეიემ სხვაობა ორამდე გაზარდა. 87-ე წუთზე ნემანიჩმა გაისროლა და 3:0 დააფიქსირა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე გიორგი გაგუამ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში იყო ცოტნე კაპანაძეც, რომელიც პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ეს გიორგი გაგუასთვის დუნაისკა სტრედას რიგებში მესამე მატჩი და სადებიუტო გოლი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები