შილტონს და კრიშტიანუს აჯობა - ბრაზილიელი მეკარის რეკორდი
Aa
Aa

შილტონს და კრიშტიანუს აჯობა - ბრაზილიელი მეკარის რეკორდი

„ფლუმინენსეს“ 44 წლის მეკარე ფაბიო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. კოლუმბიის „ამერიკასთან“ (2:0) გამართული მატჩი მის კარიერაში რიგით 1391-ე გამოდგა, რის შემდეგაც პროფესიულ დონეზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

ამ დრომდე პირველ პოზიციაზე წარსულში ცნობილი ინგლისელი მეკარე პიტერ შილტონი გახლდათ, რომელსაც სხვადასხვა წყაროები თამაშების სხვადასხვა რაოდენობას უთვლიდნენ, თუმცა მაჩვენებელი 1374-დან 1390-მდე მერყეობდა, ახლა კი თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ 1391 მატჩის ჩამტარებელი ფაბიო ერთპიროვნული რეკორდსმენია. ბრაზილიელ და ინგლისელ მეკარეებს კვალში კრიშტიანუ რონალდუ (1245) უდგას, რომელიც თუ იმას გავითვალისწინებთ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს, შესაძლოა ამ მაჩვენებლით ლიდერობაზეც დაიწყოს ზრუნვა.

ცნობისათვის, 1391 შეხვედრიდან ფაბიომ 976 – „კრუიზეიროში“, 235 – „ფლუმინენსეში“, 150 – „ვასკო და გამაში“, ხოლო 30 – „უნიან ბანდეირანტეში“ ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქედმაღალი ადამიანია“ | პანდიანიმ რონალდუ გააკრიტიკა და მოურინიოს ქცევა გაიხსენა
„ქედმაღალი ადამიანია“ | პანდიანიმ რონალდუ გააკრიტიკა და მოურინიოს ქცევა გაიხსენა