ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„რა შენიშვნა, ბარსასთან მე 10 მცველით ვთამაშობდი“ - მოურინიო ბენფიკას არ საყვედურობს

ჟოზე მოურინიოს მომზადებულ „ფენერბაჰჩეს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა გუშინ დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, სტამბულელებს დასახული მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. პლეი ოფის პირველ რაუნდში „ფენერმა“ საკუთარ სტადიონზე „ბენფიკასთან“ ნულოვანი ფრე ითამაშა და ახლა ლისაბონში მოსაგებად მოუწევს ჩასვლა. იმის გამო, რომ მისმა თანამემამულეებმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს, ბევრს ეგონა, რომ ამის გამო სეუ ჟოზე საყვედურებს საჯაროდ გამოთქვამდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა.

ჟოზე მოურინიო

მეტოქის მისამართით საყვედურებს ვერ ვიტყვი. მათ ითამაშეს ისე, როგორც ითამაშეს. „ბენფიკას“ მიერ გამოჩენილი სიფრთხილე იმის მანიშნებელია, რომ ის სათანადოდ გვაფასებს და კარგად ნახეს, თუ როგორ ვიასპარეზეთ „ფეიენოორდთან“. მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ გოლი არ გაეშვათ და ხუთი მცველი ამიტომაც დააყენეს. როგორ უნდა გავაკრიტიკო ისინი, როდესაც თავის დროზე „ბარსელონასთან“ 10-მცველიანი ტაქტიკით მაქვს ნათამაშები.

ცნობისათვის, ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა „და ლუჟის“ სტადიონზე 27 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიოს წინააღმდეგ წავიდა - გატუზოს დანიშვნა ბუფონის იდეა იყო
მოურინიოს წინააღმდეგ წავიდა - გატუზოს დანიშვნა ბუფონის იდეა იყო