„თავიდანვე მივხვდი, რომ საზღვრები არ ჰქონდა“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა
ყაზანის „რუბინში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდელმა, ილია სამოშნიკოვმა, რომელიც ამჟამად მოსკოვის „სპარტაკის“ ღირსებას იცავს, კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი უნდა იყოს.
რას ამბობს სამოშნიკოვი:
„რა თქმა უნდა, ხვიჩა ოქროს ბურთის ფავორიტთა სიაში უნდა იყოს. როდესაც რუბინში თამაშობდა, არ მიფიქრია, მოიგებდა თუ არა ოქროს ბურთს, მაგრამ როდესაც მის პირველ ვარჯიშს ვუყურე, მაშინვე მივხვდი, რომ საზღვრები არ ჰქონდა და წარმოუდგენელ სიმაღლეზე ასვლა შეეძლო. მისი წარმატება გულწრფელად მიხარია“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019-2022 წლებში თამაშობდა.