ლუკა გადრანი ბეითარში ითამაშებს
ქართველი ცენტრალური მცველი, ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს.
„ბეითარის“ ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს დეკემბრიდან შეუერთდება.
ამჟამად გადრანი ყაზახურ „ქაირათში“ თამაშობს. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა და დღეს „სელტიკს" დაუპირისპირდება. წყვილში წაგების შემთხვევაში, კლუბი ევროპის ლიგის საგზურს გაინაღდებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლუკამ 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.