პსჟ ლიონთან დამარცხდა - ხვიჩა შეცვლაზე შევიდა და გაიტანა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო. ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო და გოლის გატანის გატანას შეძლო. შეხვედრის მიწურულს, ხვიჩამ ეფექტური დარტყმით შეძლო „ლიონის“ კარის აღება.
გოლამდე, ხვიჩას რამდენჯერმე ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა მიზნამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ასეთი სტატისტიკით დაასრულა - ბურთთან 38 შეხება, 25-დან 24 ზუსტი პასი, კარისკენ 2 დარტყმა - 2 ზუსტი, 1 არაზუსტი, 1 დაიბლოკა, 4-დან 4 წარმატებული დრიბლინგი. Sofascore-ს შეფასება - 8.3 ქულა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში მე-6 წუთზე ენდრიკმა გახსნა, მე-18 წუთზე კი მორეირამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
30 ტურის შემდეგ პსჟ-ს სატურნირო ცხრილში 63 ქულა აქვს და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. ამასთან, პარიზულ გუნდს ორი გადადებული შეხვედრა აქვს, მათ შორის ერთი მთავარ კონკურენტ, მეორეადგილოსან „ლანსთან“.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთია - 24 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ქართველ შემტევს 13 მატჩში 8 გოლი და 5 ასისტი აქვს. ასევე, კვარამ ერთი გოლი საკონტინენტთაშორისო თასზეც გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.