გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

ქვილითაიას სადებიუტო გოლი - მეცი სასწაულის იმედადაა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე „პარიზს“ დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი იყო, გიორგი ქვილითაია კი მოედანზე 30-ე წუთზე, ტრავმირებული დიალოს ნაცვლად შევიდა. გიორგი აბუაშვილი კი მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

გიორგი ქვილითაიამ ლიგა 1-ში სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. 31-ე წუთზე, როდესაც ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 0:1 იყო, ქართველმა შემტევმა „პარიზის“ მცველების შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. ქვილითაიას დუბლის შესრულება რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა მიზნამდე მცირედი დააკლდა. საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ასეთი სტატისტიკით დაასრულა - ბურთთან 37 შეხება, კარისკენ 4 დარტყმა, 3 წარმატებული დრიბლინგი, 19-დან 14 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 განმუხტვა, 1 ართმევა, 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 7.5 ქულა.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ქართველი ვინგერი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საკმაოდ პროდუქტიული მატჩი ჰქონდა - ბურთთან 45 შეხება, კარისკენ 2 დარტყმა - 1 არაზუსტი, 2 ზუსტი. 5 წარმატებული დრიბლინგი, 22-დან 15 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 ვარდნა, 1 განმუხტვა. Sofascore-ს შეფასება - 7.4 ქულა.

30 ტურის შემდეგ „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 15 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიგა 2-ში დაქვეითება პრაქტიკულად განაღდებული აქვს. „მეცს“ საპლეიოფო პოზიციას 10 ქულა აშორებს, სამშვიდობო ზონას კი 14 ქულით ჩამორჩა და მე-15 ადგილზე გასვლი თეორიული შანსი უკვე დაკარგა. ქართველების გუნდი მომდევნო მატჩს 26 აპრილს, სტუმრად, „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა
    „საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა