„საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, „ლივერპული“ სტუმრად „ევერტონს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სამწუხაროდ, 58-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ქართველმა მეკარემ მეტოქესთან შეჯახების შემდეგ მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცის დახმარებით გაიყვანეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ბრიტანულ მედიასთან მამარდაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მეკარეს მუხლზე ღია ჭრილობა აქვს და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რას ამბობს სლოტი:
„ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მე დავინახე და ასეც მითხრეს, მას დიდი, ღია ჭრილობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება გრძელვადიანი ტრავმა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის მომდევნო კვირაში თამაშს. თითქმის ყველა პოზიციაზე გვქონდა პრობლემები და ახლა ორი მეკარე გამოგვაკლდა.“
33 ტურის შემდეგ „ლივერპული“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 აპრილს, საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასთან“ გამართავს.