გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილმა მატჩი ვერ დაასრულა - ლივერპულმა დერბი მოიგო

გიორგი მამარდაშვილისთვის კარიერაში პირველი მერსისაიდული დერბი წარუმატებელი გამოდგა. შეხვედრის 54-ე წუთზე, როდესაც სტუმრები მინიმალური სხვაობით იგებდნენ, „ევერტონმა“ წონასწორობა აღადგინა, თუმცა დარტყმის მომენტში „ირისების“ გვინეა-ბისაუელი ლეგიონერი ბეტო ქართველ მეკარეს შეეჯახა, რის გამოც გიორგიმ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მის ნაცვლად კარში „ლივერპულის“ მესამე მეკარე ფრედერიკ ვუდმანი ჩადგა.

მოედანზე გატარებულ 54 წუთში მამარდაშვილს 2 სეივი დაუგროვდა და 14-დან 6 ზუსტი გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, 29-ე წუთზე ანგარიში მოჰამედ სალაჰმა კოდი გაკპოს გადაცემით გახსნა, რასაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ ბეტომ გიორგის დაშავების ფასად გატანილი ბურთით უპასუხა. „წითლებს“ გამარჯვება კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეათე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა მოუტანა.

რამდენად მძიმეა გიორგი მამარდაშვილის დაზიანება და შეძლებს თუ არა მომდევნო მატჩში თამაშს, ჯერჯერობით უცნობია. შემდეგ ტურში ლივერპულელები 25 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებენ,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძის 41-მატჩიანი უგოლო სერია MLS-ში | სასტარტოში ადგილი დაკარგა
ლობჟანიძის 41-მატჩიანი უგოლო სერია MLS-ში | სასტარტოში ადგილი დაკარგა