გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

„სწორი სიტყვების პოვნა რთულია“ - წიტაიშვილი პარიზთან მარცხის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე „პარიზს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი გიორგი წიტაიშვილმა შეაფასა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.

რა თქვა წიტაიშვილმა:

„ასეთ სიტუაციაში სწორი სიტყვების პოვნა რთულია. ძალიან სამწუხაროა... ვეცადეთ, გვებრძოლა... მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არაა. რას ვეტყოდი ფანებს? სიტყვები არ მაქვს. ისინი ყველაფერში მართლები არიან. სწორია რასაც აკეთებენ და რასაც ჩვენგან ითხოვენ, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვაძლევთ... უბრალოდ, მათ ყველაფერში ვეთანხმებით.“

საგულისხმოა, რომ „პარიზის“ წინააღმდეგ „მეცის“ სასარგებლოდ გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველი შემტევი მოედანზე 30-ე წუთზე შემოვიდა და ზუსტად ერთ წუთში ანგარიში გაათანაბრა.

30 ტურის შემდეგ „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 15 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიგა 2-ში დაქვეითება პრაქტიკულად განაღდებული აქვს. „მეცს“ საპლეიოფო პოზიციას 10 ქულა აშორებს, სამშვიდობო ზონას კი 14 ქულით ჩამორჩა და მე-15 ადგილზე გასვლი თეორიული შანსი უკვე დაკარგა. ქართველების გუნდი მომდევნო მატჩს 26 აპრილს, სტუმრად, „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვილითაიას სადებიუტო გოლი - მეცი სასწაულის იმედადაა
ქვილითაიას სადებიუტო გოლი - მეცი სასწაულის იმედადაა