ილია თოფურია
Aa
Aa

ტაირონ ვუდლი: თოფურია ბენს დაანოკაუტებს

ქვესაშუალო წონაში UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ტაირონ ვუდლი მიიჩნევს, რომ ილია თოფურია კონორ ბენს დაანოკაუტებს.

ბრიტანელმა მოკრივემ აგვისტოს დასაწყისში, ქართველი მებრძოლი გამოიწვია და თქვა, რომ მზადაა, „ელ მატადორს“ ხელთათმანების გარეშე ეჩხუბოს.

ვუდლიმ თავის მხრივ, ბენს ურჩია, რომ თავის სურვილებთან ფრთხილად იყოს და ფიქრობს, რომ რინგზე ის ილიასთან დამარცხდება.

„მე ვაკვირდები იმას, რასაც თოფურია აკეთებს. მის მომზადებას, ძალას, დარტყმებს. მას ორივე ხელი ძლიერი აქვს, ასევე თავს არაჩვეულებრივად იცავს. ვფიქრობ, მას რინგზეც შეუძლია სერიოზული დარტყმის მიყენება. ჩემი აზრით, ის ბენს დაამარცხებს. ბენსაც დიდი ძალა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ილია მას გააჩერებს და გონების დაკარგვამდე დაანოკაუტებს“, - თქვა ვუდლიმ Action Network-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ბოლოს 29 ივნისს იჩხუბა. მან ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მეტოქე შერჩეულია | ვისთან სურს ქამრის დაცვა ჩიმაევს
ახალი მეტოქე შერჩეულია | ვისთან სურს ქამრის დაცვა ჩიმაევს