გეიბლ სტივსონი შერეულ ორთაბრძოლებში იჩხუბებს
ამერიკელი მოჭიდავე გეიბლ სტივსონი შერეულ ორთაბრძოლებში იჩხუბებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ამჟამად 25 წლისაა, LFA-ის პრომოუშენში 12 სექტემბერს ბრეიდენ პეტერსონს დაუპირისპირდება.
Gable Steveson ????@gablesteveson1
— LFA (@LFAfighting) August 19, 2025
Get your tickets: https://t.co/luT3VSzle0#LFA217 Takes place Friday, September 12th at the @MysticLake Casino Hotel in #PriorLake #Minnesota
???? @UFCFightPass #LFAPriorLake #LFA217 pic.twitter.com/n2PowPBcvw
სტივსონმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა და თავისუფალ ჭიდაობაში უმძიმეს 125 კგ წონით კატეგორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ოლიმპიადის შემდეგ სტივსონმა ძალები ჯერ WWE-ში, შემდეგ კი გრეპლინგში და ამერიკულ ფეხბურთში (NFL) მოსინჯა, ახლა კი გადაწყვიტა, MMA-ის წესებით იჩხუბოს.