ხამზატ ჩიმაევი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

ჯონსმა ჩიმაევთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა

2 წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა ხამზატ ჩიმაევთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საშუალო წონაში ჩემპიონი გახდა.

„ნამდვილი აღიარებს ნამდვილს. იმედი მაქვს, რომ ერთხელაც ჩიმაევთან ვარჯის შევძლებ“, - დაწერა „ბოუნსმა“ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხამზატმა UFC 319-ზე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა და საშუალო წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ჯონსს, მან ივნისში კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი ბრიტანელი ასპინალი გახდა.

„ბოუნსმა“ კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განახლდა - თოფურია კვლავ ლიდერია
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განახლდა - თოფურია კვლავ ლიდერია