დავით ჭეჭელაშვილი
Aa
Aa

მეორე მედალი ბულგარეთიდან - ჭეჭელაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა

როგორც მოგეხსენებათ, ბულგარეთში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 20-წლამდე ჭიდაობა მიმდინარეობს, სადაც დღეს მონაწილეობას 79 კგ კატეგორიაში დავით ჭეჭელაშვილი იღებდა.

ქართველი ფალავანი ¼ ფინალში უილიამ ჰენკელთან დამარცხდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და დავითს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა.

ჭეჭელაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ყირგიზ მეტოქეს 5:0 აჯობა და ბრინჯაოსთის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დავითს ინდოელი ამიტ ამიტი ეცილებოდა. გულშემატკივრებმა საკმაო დაძაბული დაპირისპირება იხილეს, რომელიც ქართველის გამარჯვებით 9:6 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ეს 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე რიგით მეორე მედალია. პირველი მედალი გუშინ  97კგ კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიპოვა.(ბრინჯაო)

მსგავსი სიახლეები