ილია თოფურია
Aa
Aa

„ილია თუ გინდა, მზად ვარ“ | ბრიტანელმა მოკრივემ თოფურია გამოიწვია

ბრიტანელმა მოკრივემ, კონორ ბენმა ილია თოფურია გამოიწვია. ბენმა X-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ მზად არის, „ელ მატადორს“ ხელთათმანების გარეშე ეჩხუბოს.

„MMA-ის ნებისმიერ მებრძოლს, რომელსაც კრივში გადმოსვლა უნდა, ჩემი ხელები დახვდება. ბრძოლა ხელთათმანების გარეშე - არანაირი პრობლემა არაა, კონტრაქტი გამიფორმეთ. ნებისმიერთან ჩხუბისთვის მზად ვარ.

UFC-ის რომელიმე მებრძოლს გადმოსვლა თუ უნდა, აქ ვარ. ვნახე, რომ ილია თოფურიაზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. ილია, თუ გინდა, ეს ხელები მზად მაქვს, ძმაო. მოკრივეებს პატივს თუ არ გვცემ, მათ ძალას საკუთარ თავზე გამოცდი. თუ ვინმეს მოსვლა უნდა, პრობლემა არ არის.“

ბენი 28 წლის მოკრივეა და ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ნაიჯელ ბენის შვილი გახლავთ. მას კარიერაში 24 ბრძოლა გაუმართავს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბენი ქვესაშუალო და საშუალო წონით დივიზიონებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
„ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა