ჯეკ გრილიში
Aa
Aa

გაუშვებენ მხოლოდ ერთი პირობით - სიტიმ გრილიშს ულტიმატუმი წაუყენა

ყოველი სეზონის დაწყების წინ, პეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს და თითოეულ მათგანს გასაგებად უხსნის, რას ითხოვს მისგან, ხოლო ვისაც არ ხვდება, ამით მათ მიანიშნებთ, რომ მის გეგმებში აღარ ჯდებიან და ახალი გუნდის მოძებნა თავისუფლად შეუძლიათ. როგორც ჩანს პეპი ჯეკ გრილიშს საერთოდ არ შეხვედრია, რაც ერთგვარი გზავნილი იყო ამ ფეხბურთელისთვის, რომ „მანჩესტერ სიტიში“ დარჩენის შემთხვევაში მეტწილად სათადარიგო სკამზე მოუწევს ჯდომა.

ავტორიტეტული გამოცემა talkSport-ის ცნობით, 29 წლის ინგლისელი ფეხბურთელის დამატებას სრული სერიოზულობით „ევერტონი“ განიხილავდა და თითქოს ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას წინ აღარაფერი ედგა, თუმცა გარიგება ერთმა დეტალმა შეაფერხა - ლივერპულელები მზად იყვნენ გრილიშის ხელფასის მხოლოდ ნაწილი გადაეხადათ, თუმცა „ქალაქელები“ მას მხოლოდ ისეთ კლუბში გაუშვებენ, რომელიც მის ანაზღაურებას მთლიანად დაფარავს, რაც პატარა თანხა ნამდვილად არ არის და ყოველკვირეულად 300 ათას ფუნტს შეადგენს.

ცნობისათვის, „ევერტონის“ გარდა ჯეკ გრილიშის შეძენით ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი „ტოტენჰემია“ დაინტერესებული და თუ მისი ვარიანტიც არ გამოვიდა, მაშინ ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს სერია A-ს წარმომადგენლებთან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისაკის ტრანსფერი ჩიხშია - ლივერპული ბრედლი ბარკოლას უმიზნებს
ისაკის ტრანსფერი ჩიხშია - ლივერპული ბრედლი ბარკოლას უმიზნებს