ტომას მიულერი
Aa
Aa

ოფიციალურად - მიულერი ვანკუვერის ფეხბურთელია

ტომას მიულერსა და ვანკუვერს შორის ყველაფერი შეთანხმებულია. გერმანელი ფეხბურთელი ამერიკული გუნდის ღირსებას მომავალი 6 თვის განმავლობაში დაიცავს.

მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მიულერს ვანკუვერში დარჩენა კიდევ 1 წელი შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ მიულერმა ბაიერნი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა. რეკორდმაისტერმა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

35 წლის ნახევარმცველი გერმანული გიგანტის აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, მიულერმა ყველა ტურნირზე ერთად 756 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 250 გოლი გაიტანა და 276 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: “ვიმედოვნებ პსჟ-სთან ვითამაშებთ, რათა გავიგოთ, რომელია უკეთესი“
ლაპორტა: “ვიმედოვნებ პსჟ-სთან ვითამაშებთ, რათა გავიგოთ, რომელია უკეთესი“